გენშტაბი - სლავიანსკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დოლინას მახლობლად მტერს უკან დახევა აიძულეს

სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა. ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან კრასნოპილასა და ბოგოროდიჩნის მახლობლად, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დოლინასთან თავდასხმა მოიგერიეს და მტერს უკან დახევა აიძულეს. ამასთან, მოწინააღმდეგე მაზანოვკას მახლობლად შტურმს ახორციელებს, ბრძოლა გრძელდება.

„სივერსკის მიმართულებით, ჩვენი ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ზალიზნი მისტის, შალიჰინისა და ესმანის დასახლებებში. ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ტერიტორიებს ბომბავს ვერტმფრენებიდან, ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან. რუსმა ოკუპანტებმა დისტანციურად დანაღმეს ტერიტორია შესტაკოვოსა და პერემოჰას მახლობლად“,- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სივერსკისა და გრიგორივკას რაიონებში.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მტერს ვერხნოკამიანსკეს, ბილოგორივკასა და გრიგორივკას დასახლებების ტერიტორიებზე. ოკუპანტები უკუიქცნენ.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ჩვენი პოზიციები სხვადასხვა კალიბრის არტილერიით დაბომბა. არტილერიის მხარდაჭერით განახორციელა თავდასხმის ოპერაციები ნოვოლუგანსკეს დასახლების ტერიტორიაზე, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ჩვენმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს მტრის შეტევა სპირნეს რაიონში და მოიგერიეს შეტევა ვერშინას მახლობლად. მათ ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს და უკუაგდეს. მტერი ცდილობს გადაჯგუფებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები წინ მიიწევენ ლუგანსკის ოლქში, საომარი მოქმედებები გრძელდება.

„მტერი ახორციელებს დაბომბვას ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.

იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტრის არტილერიამ დაბომბა ტრუდოლუბივკას, კნიაზივკას, მიკოლაივკას, ტოპოლინეს, კობზარცის, ბლაჰოდატნეს, შევჩენკოვის და ლუპარევის დასახლებები. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო თავდასხმებს მიკოლაივის ოლქის ობიექტებზე,“- ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩაახშვეს ოკუპანტების მცდელობა წინ წაეწიათ ლოზოვის მიმართულებით და მოწინააღმდეგე აგრძელებს ზომების მიღებას დანაკარგების შესავსებად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო