ბრიტანეთის დაზვერვა - არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება

რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამია, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება.

„რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს. ჩრდილოეთით, მათ აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან დარჩენილი დანაყოფების უმეტესობა იზიუმის ღერძამდე მიიყვანეს. გასული კვირის განმავლობაში, რუსული ძალები უკრაინის წინააღმდეგობის ფონზე, იზიუმიდან მომავალ მთავარ გზაზე სავარაუდოდ, კიდევ 5 კილომეტრით დაწინაურდნენ. რუსული ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან, სავარაუდოდ, ახლა ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრში არიან. იმის გამო, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის ძალების ჯგუფების საფრთხის ქვეშ არის, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს