ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი - ლისიჩანსკის დღევანდელი კადრების ყურება მტკივნეულია

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი - ლისიჩანსკის დღევანდელი კადრების ყურება მტკივნეულია

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დღეს დილიდან, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო მდებარე სოფლებში ბრძოლები გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

გაიდაის განცხადებით, დაახლოებით 15 000-მდე მშვიდობიანი მოსახლეობა ლისიჩანსკში, ხოლო 8000-მდე კი სევეროდონეცკში რჩება. მისივე თქმით, „ლისიჩანსკის დღევანდელი კადრების ყურება მტკივნეულია“.

„რუსები წინ მიიწევენ პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ უკეთესი არტილერია აქვთ, რითიც ისინი ქალაქებსა და თავდაცვის პოზიციებს ანადგურებენ“, - დასძინა გაიდაიმ.