ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მიწვევის შემთხვევაში მზად არის, იმ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს, რომლებმაც 12-პუნქტიანი პირობის შესრულებაზე უნდა იმუშაოს

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი, მიწვევის შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლის შექმნაც პარლამენტის კომიტეტების ფარგლებშია დაგეგმილი და რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულებზე უნდა იმუშაოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფი რა ფორმატის იქნება, რა პრინციპით იმუშავებს და როგორ განვითარდება შიგნით პროცესები, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობისთვის მზად არის.

„თუკი შემეძლება, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, როგორც პერსონალურად , ასევე ჩვენმა ორგანიზაციამ იმისთვის, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარვადგინოთ, მონაწილეობას მივიღებ, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ აქტორთან ყოველთვის მზად ვარ ვიმუშაო დაწყებული ხელისუფლებით, სტუდენტებით, თუ სამოქალაქო საზოგადოებით, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები, ხედვები და გამოცდილება. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 10 წელია სასამართლო თემაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ გარკვეული წვლილის შეტანა შემიძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წინასწარ ვერაფერს ვპროგნოზირებ, არ ვიცი, როგორი ფორმატი იქნება და რამდენად გაითვალისწინებენ მოსაზრებებს, მაგრამ არჩევანის საშუალება ყოველთვის გვაქვს, თუკი მიმიწვევენ ჩავერთვები, თუკი თვითონაც ექნებათ ინტერესი, რომ ითანამშრომლონ, ვიმუშავებთ, თუ არ ითანამშრომლებენ და არაფერს გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია ჩვენი სათქმელი ვთქვათ, ამაზე ვერავინ გაგვაჩუმებს. ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, ვისაც რა შეგვიძლია, რა სფეროშიც ვმუშაობთ, ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ეს იქნება ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. 6 თვეზე ნაკლები დრო ყველამ უნდა გამოვიყენოთ. თუ ხელისუფლება რაღაცებს გაითვალისწინებს, ეს კარგია, თუ არ გაითვალისწინებს, ამაზეც ვიტყვით“. - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მიწვევის შემთხვევაში მზად არის, იმ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს, რომლებმაც 12-პუნქტიანი პირობის შესრულებაზე უნდა იმუშაოს

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი, მიწვევის შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლის შექმნაც პარლამენტის კომიტეტების ფარგლებშია დაგეგმილი და რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულებზე უნდა იმუშაოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფი რა ფორმატის იქნება, რა პრინციპით იმუშავებს და როგორ განვითარდება შიგნით პროცესები, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობისთვის მზად არის.

„თუკი შემეძლება, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, როგორც პერსონალურად , ასევე ჩვენმა ორგანიზაციამ იმისთვის, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარვადგინოთ, მონაწილეობას მივიღებ, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ აქტორთან ყოველთვის მზად ვარ ვიმუშაო დაწყებული ხელისუფლებით, სტუდენტებით, თუ სამოქალაქო საზოგადოებით, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები, ხედვები და გამოცდილება. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 10 წელია სასამართლო თემაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ გარკვეული წვლილის შეტანა შემიძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წინასწარ ვერაფერს ვპროგნოზირებ, არ ვიცი, როგორი ფორმატი იქნება და რამდენად გაითვალისწინებენ მოსაზრებებს, მაგრამ არჩევანის საშუალება ყოველთვის გვაქვს, თუკი მიმიწვევენ ჩავერთვები, თუკი თვითონაც ექნებათ ინტერესი, რომ ითანამშრომლონ, ვიმუშავებთ, თუ არ ითანამშრომლებენ და არაფერს გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია ჩვენი სათქმელი ვთქვათ, ამაზე ვერავინ გაგვაჩუმებს. ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, ვისაც რა შეგვიძლია, რა სფეროშიც ვმუშაობთ, ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ეს იქნება ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. 6 თვეზე ნაკლები დრო ყველამ უნდა გამოვიყენოთ. თუ ხელისუფლება რაღაცებს გაითვალისწინებს, ეს კარგია, თუ არ გაითვალისწინებს, ამაზეც ვიტყვით“. - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი