ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის სესიის დასკვნით სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

„სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციაზე თანმიმდევრული და ძლიერი ზეწოლა გააგრძელოს, რათა მან ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროინტეგრაციის პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მზაობაზე, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მასტაბილიზებელი როლი შეასრულოს. მისი განცხადებით, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადაა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს თბილისში უმასპინძლოს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბირმინჰემში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს