გაერო - ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 8.79 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ თებერვალში ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 8.79 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

UNHCR-მა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ბრძოლების ესკალაციამ მილიონობით ადამიანი აიძულა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

„უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია, რის გამოც ხალხი იძულებულია დატოვონ საკუთარი სახლები უსაფრთხოების, დაცვისა და დახმარების საძიებლად. საგანგებო სიტუაციისა და ჰუმანიტარული საჭიროებების მასშტაბის გათვალისწინებით, ხორციელდება უწყებათაშორისი რეგიონული ლტოლვილთა საპასუხო ქმედებები“, - აღნიშნულია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთმა ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი - 1,207,650 ადამიანი მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს