დასავლურმა არტილერიამ - იარაღმა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ - ძალიან მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისი სიზუსტე ზუსტად ისეთია, როგორც საჭიროა. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირაში მხოლოდ გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთისგან მიწოდებული არტილერიით უკრაინელი დამცველები შესამჩნევ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტების ლოგისტიკისათვის მნიშვნელოვან საწყობებსა და სხვა ადგილებს და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს.
„უკრაინული ძალები ამჟამად წინ მიიწევენ რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით, კერძოდ სამხრეთით - ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიეს ოლქში. არ დავთმობთ ჩვენს მიწას - უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია იქნება უკრაინული. ხალხმა უნდა იცოდეს ეს. გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას ვუთხრათ, რომ გვახსოვს ისინი და ვიბრძვით მათთვის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სამხრეთისთვის, უკრაინული დონბასისთვის - ყველაზე სასტიკი დაპირისპირება ამჟამად არის იქ, სლოვიანსკთან და ბახმუტთან ახლოს. ვიბრძვით ხარკოვის ოლქისთვის. ოკუპანტებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი დრო ამ მიწაზე ხანგრძლივია და მათი არტილერიის უპირატესობა მარადიულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.