ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - უკრაინული ძალები ხერსონზე კონტრშეტევის განხორციელებისთვის პირობების შექმნას აგრძელებენ

უკრაინული ძალები ქალაქ ხერსონზე კონტრშეტევის განხორციელებისთვის პირობების შექმნას აგრძელებენ, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გეოლოკაციურმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსეთის პოზიციებს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო ჩორნობაივკას რაიონში.

„ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 5 ივლისს უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის საბრძოლო მასალის საცავს ხერსონის რკინიგზის სადგურზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და აგრძელებენ საარტილერიო ცეცხლს სამხრეთ ღერძზე უკრაინის კონტრშეტევის მოსაგერიებლად.

„FIRMS-ის მიერ დისტანციურად შესწავლილმა მონაცემებმა აჩვენა ხანძრების დიდი რაოდენობა ხერსონ-მიკოლაივის და ხერსონ-დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე. გეოლოკაციურ კადრებში ნაჩვენებია, როგორ ხსნიან უკრაინული და რუსული ძალები საარტილერიო ცეცხლს სნიჰურივკასა და ანდრიივკას მახლობლად ხერსონ-მიკოლაივის ოლქის საზღვარზე,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა