ალექსეი დანილოვი - რუსეთს აღარ აქვს ძალა შეტევა ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს

რუსეთს აღარ აქვს ძალა შეტევა ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ რუსეთის არსენალის ამოწურვის ნიშნები შეინიშნება, - გამოცემა WSJ-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ამასთან, WSJ-ი წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. საწყის ეტაპზე რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრას ცდილობდნენ და მათ დიდწილად წარუმატებლად დაკარგეს ელიტარული ნაწილები. ამჟამად კი რუსული ძალები არტილერიის გამოყენებით ნაბიჯებით მიიწევენ წინ. დანილოვის განცხადებით, რუსეთი ყოველ კვადრატულ კილომეტრზე აგროვებს ძალიან დიდ საარტილერიო და ჯავშანტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან და ეს რუსებს უპირატესობას აძლევს.

დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. მისი თქმით, გასულ თვეში მიღებულმა ამერიკულმა საარტილერიო სარაკეტო სისტემებმა, HIMARS-მა, უკრაინას საშუალება მისცა დარტყმა სწორედ იმ რუსულ სამიზნეებზე განეხორციელებინა, რომლებიც ადრე უკრაინული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო.

მისი თქმით, რუსები დაუცველები არიან HIMARS-ის წინააღმდეგ. ამასთან, დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ ათეულობით ასეთი გამშვები მოწყობილობა დასჭირდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა