უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი

უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი

დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, იუჟნობუგსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე კონცენტრირებულია უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთაზე და განახორციელა დაბომბვა ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან და არტილერიიდან ლიმანის, პოსად-პოკროვსკოეს, პრიბუგსკოეს, მირნოეს, კოტლიარევოსა და ბლაგოდატნოეს დასახლებების ტერიტორიებზე.

„დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი და წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა, რომელიც მას მოჰყვა“,- აცხადებენ გენშტაბში.