ბრიტანული დაზვერვა - მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზის დაბომბვას, ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ამ მიმართულებაზე

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზის დაბომბვას, ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ამ მიმართულებაზე და ახლა დიდი ალბათობით გადაჯგუფებას ცდილობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

ასევე, დაზვერვის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში პირველი მოსმენით გავიდა კანონი „სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით“, რომელიც სავარაუდოდ არის კრემლის მცდელობა შემოიღოს ეკონომიკური ზომები უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო მობილიზაციის ოფიციალური გამოცხადების გარეშე, რაც პოლიტიკურად მგრძნობიარედ რჩება.

„ეს ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს თავი აარიდოს იმის აღიარებას, რომ იგი ჩართულია ომში ან მისი უუნარობა დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც უმცირესობაში იყვნენ“,- აღნიშნეს დაზვერვაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო