დაბომბვის შედეგად, მიკოლაევის რეგიონში 18 ადამიანი დაშავდა

მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, ჰანა ზამაზეიევას ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„ოკუპანტები მიკოლაევის რეგიონის დაბომბვას აგრძელებენ. რეგიონში დასახლებები დაიბომბა. საბოლოო ჯამში, გასული დღის განმავლობაში მიკოლაევის რეგიონში 18 ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ზამაზეიევამ.

მისივე თქმით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა