გუბერნატორის განცხადებით, დონეცკის რეგიონის რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა

დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რეგიონის რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„რუსებმა 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 მათგანი ტორეცკში, 2 - ავდიივკაში, 1 -კოდემაში და 1 კი - სივერსკში. კიდევ 2 ადამიანი დაშავებულია“, - წერს კირილენკო.

როგორც კირილენკომ განაცხადა, „ამ დროისთვის შეუძლებელია“, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში გარდაცვლილების ზუსტი მაჩვენებლები დადგინდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა