ირაკლი კოვზანაძე სსფ-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებში. ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ცოტა ხნის წინ გაფორმებულ 3-წლიანი პროგრამის (Stand-By Arrangement) მნიშვნელობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საქმეში, რაც კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თავის მხრივ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ისაუბრეს პოსტკოვიდური და რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს