07.07.2025 / 08:38
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებენ მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას.

„ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა: ომი უკრაინაში და გლობალური უსაფრთხოების ცვლილება; საგარეო ურთიერთობები დღეს და მომავალში; უსაფრთხოების, დაზვერვის და თავდაცვის გამოწვევები; ახალი საფრთხეები; ტრეფიკინგი და ტერორიზმი; ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება და სხვა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გარდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს