გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი უკრაინელებზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის სიცივე არ იქცეს შემდეგ გამოწვევად იმ ადამიანებისთვის

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ ომში დაზარალებული მილიონობით უკრაინელისთვის ზამთრის თვეები სავარაუდოდ, ძალიან მკაცრი იქნება.

აღნიშნული კომენტარი მან ირპინსა და ბუჩაში სტუმრობისას გააკეთა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის სიცივე არ იქცეს შემდეგ გამოწვევად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე უწევთ ცხოვრებაში ბევრი სირთულის წინაშე დგომა”, - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.

ამასთან, უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, მან დაინახა „დიდი ძალა, მედეგობა და გამბედაობა, რომ აღადგინონ დაზიანებული და დანგრეული შენობა, რათა ის კვლავ გახდეს საცხოვრებლად ვარგისი“.

ცნობისთვის, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 11,5 მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, ხოლო დაახლოებით 6,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს