ალექსეი არესტოვიჩი ვლადიმერ პუტინს - არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს

ალექსეი არესტოვიჩი ვლადიმერ პუტინს - არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში რუსულ ჯარს „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

„ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მაქვს: არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა. თვენახევარი და, ვფიქრობ, რომ ისინი ნელ-ნელა მინელდება შეტევის მცდელობისას“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, პუტინმა იცის რუსული არმიის წარუმატებლობის შესახებ უკრაინაში.

"მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „რუსეთს ჯერჯერობით სერიოზულად არაფერი დაუწყია“.