გუბერნატორის ინფორმაციით, დონეცკში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, გასული დღის განმავლობაში, კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდიივკაში, სევერსკში, პოკროვსკესა და ორლოვკაში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი",- აცხადებს კირილენკო.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დონეცკის ოლქში სულ მცირე 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1517 - დაშავდა. გუბერნატორი განმარტავს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა