ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი სივერსკზე თავდასხმის მიზნით აღჭურვილობის კონცენტრირებას ახორციელებს

რუსეთი, სავარაუდოდ, ახორციელებს აღჭურვილობის კონცენტრირებას ფრონტის ხაზზე, სივერსკის მიმართულებით, ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან დასავლეთით, დაახლოებით 8 კმ-ში ახორციელებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, რუსული ძალები, სავარაუდოდ, „პაუზას“ იღებენ შევსების მიზნით, დონეცკის ოლქში ახალი თავდასხმითი ოპერაციების დაწყებამდე.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური მიზანი იყოს სივერსკი, რადგან მისი ძალები ცდილობენ წინსვლას სლოვიანსკ-კრამატორსკის ურბანული ზონისკენ,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებენ ეტაპობრივ წინსვლას ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს