მიხაილო პოდოლიაკი - 37 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი, რუსეთს ჯერ არ დაუწყია ბრძოლა? კრემლი ომს მხოლოდ სტალინის მათემატიკით განიხილავს?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსულ ჯარს უკრაინაში „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“.

„37 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი. 98-117 ათასი დაშავებული ადამიანი. განადგურებულია 10 გენერალი. ჯართად გადაიქცა 1605 ტანკი, 405 თვითმფრინავი/ვერტმფრენი. რუსეთს ჯერ არ დაუწყია ბრძოლა? კრემლი ომს მხოლოდ სტალინის მათემატიკით - 20 მილიონი დანაკარგი - განიხილავს?“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „რუსეთს ჯერჯერობით სერიოზულად არაფერი დაუწყია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა