ალეკო ელისაშვილი - პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები - ატალახებული აქვთ მისი კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ

პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩანიშვნა - ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი, ახლა გაახსენდათ, რომ თურმე მასთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია პაპუაშვილი, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი შალვა პაპუაშვილს არ შეხვდა.

მისი თქმით, საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება და მიუღებელია, როცა პოლიტიკოსები დიალოგზე უარს ამბობენ.

"მთავარი არის ერთი რამ, რაც მე ვერ გავიგე, ესაა საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე ჩვენს პოლიტიკოსებში - "არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები". ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა სჭირდებათ, თავის მატერიალურ ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, რომ თურმე პაპუაშვილის კაბინეტს არ გაეკარებიან სათოფეზე. მშვენივრად დადიან თავის პირადი ინტერესებისთვის, ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ.

ძალიან კარგად დადიან და დაძვრებიან პაპუაშვილის კაბინეტში პირადი რაღაცები რომ სჭირდებათ, ახლა გაახსენდათ, რომ თურმე პაპუაშვილთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია პაპუაშვილი, დადიან მატერიალურ ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა, რომ არ დადიოდნენ და ბოიკოტში რომ იყვნენ იმ პერიოდის. ამოიღეთ დოკუმენტებით. არავის არ მისცა, მაგრამ ძალიან უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომ დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო, მაგაზე ხომ დადიოდნენ?!"- აცხადებს ელისაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია