თორნიკე შარაშენიძე - მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“

მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციის მიერ უარის თქმას „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღონ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში.

თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ რევოლუციას მოახდენს, ეს არ მოხდება, რადგან საქართველო 2003 წლის დროინდელი ქვეყანა აღარ არის.

„ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“, რადგან პირველი პუნქტია თან დეპოლარიზაცია, იტყვიან, რომ სულ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და ამაში ოპოზიცია არ გვიწყობს ხელს. მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ნუთუ ამას ვერ ხვდებიან? თუ იმის იმედი აქვთ, რომ 6 თვეში, როცა დიდი შანსია რომ კანდიდატობა ისევ არ მოგვცენ, გამოვარდებიან და დაამხობენ ამ ხელისუფლებას? არ მოხდება ეს დარწმუნებული ვარ. აღარ არის ეს ის ქვეყანა, რომ გამოხვიდე, შეაშინო ხელისუფლება და გააქციო სახლში. 20 ივნისს მერე რომ იყო ხალხი რით დამთავრდა? არც არაფრით. ეს ხომ არ არის 2003 წელი, მაშინ იყო უნიკალური სიტუაცია.

ბოლო-ბოლო სიმართლეს გამოიტან, „ქოცი“ თუ საქმეს აფუჭებს, გამოხვალ და იტყვი, რომ მოღალატეა, საქმეს აფუჭებს, სპეციალურად აკეთებენ საბოტაჟს, რომ ევროკავშირში არ შევიდეთ. ოღონდ ამას საბუთებით ლაპარაკი სჭირდება“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშანიძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი გათვლა საკუთარი ამომრჩევლის „ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაა“.

„ოცნების“ მთავარი გათვლაა, ამომრჩევლის ძირითადი ბირთვის არ დაკარგვა. ამომრჩევლის ძირითადი ბირთვისა და პლუს ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, ავად თუ კარგად, არჩევნების მოგების ზღვარზე არიან მით უმეტეს არსებული სისტემით, მაჟორიტარებიანად. მათი მთავარი თამაში არის ეს, ხელისუფლებაში დარჩენა და ამისთვის მთავარი არის, რომ ამომრჩეველი ჰყავდეს დარწმუნებული და ეს „მესიჯი", ომში არ ჩაბმის, მშვენივრად მუშაობს, მათ შორის იმის წყალობით, რომ ოპოზიციამ საღლიცინოდ აქცია ეს თემა, ოხუნჯობებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ხალხს მართლა ეშინია ომის და დიდი ნაწილი ვერ მიხვდა ამას, გვიან გაიაზრეს ვიღაც- ვიღაცებმა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თორნიკე შარაშენიძე - მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“

მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციის მიერ უარის თქმას „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღონ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში.

თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ რევოლუციას მოახდენს, ეს არ მოხდება, რადგან საქართველო 2003 წლის დროინდელი ქვეყანა აღარ არის.

„ამას მშვენივრად დაიხვევს ხელზე „ქართული ოცნება“, რადგან პირველი პუნქტია თან დეპოლარიზაცია, იტყვიან, რომ სულ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და ამაში ოპოზიცია არ გვიწყობს ხელს. მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულების, ნუთუ ამას ვერ ხვდებიან? თუ იმის იმედი აქვთ, რომ 6 თვეში, როცა დიდი შანსია რომ კანდიდატობა ისევ არ მოგვცენ, გამოვარდებიან და დაამხობენ ამ ხელისუფლებას? არ მოხდება ეს დარწმუნებული ვარ. აღარ არის ეს ის ქვეყანა, რომ გამოხვიდე, შეაშინო ხელისუფლება და გააქციო სახლში. 20 ივნისს მერე რომ იყო ხალხი რით დამთავრდა? არც არაფრით. ეს ხომ არ არის 2003 წელი, მაშინ იყო უნიკალური სიტუაცია.

ბოლო-ბოლო სიმართლეს გამოიტან, „ქოცი“ თუ საქმეს აფუჭებს, გამოხვალ და იტყვი, რომ მოღალატეა, საქმეს აფუჭებს, სპეციალურად აკეთებენ საბოტაჟს, რომ ევროკავშირში არ შევიდეთ. ოღონდ ამას საბუთებით ლაპარაკი სჭირდება“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშანიძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი გათვლა საკუთარი ამომრჩევლის „ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაა“.

„ოცნების“ მთავარი გათვლაა, ამომრჩევლის ძირითადი ბირთვის არ დაკარგვა. ამომრჩევლის ძირითადი ბირთვისა და პლუს ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, ავად თუ კარგად, არჩევნების მოგების ზღვარზე არიან მით უმეტეს არსებული სისტემით, მაჟორიტარებიანად. მათი მთავარი თამაში არის ეს, ხელისუფლებაში დარჩენა და ამისთვის მთავარი არის, რომ ამომრჩეველი ჰყავდეს დარწმუნებული და ეს „მესიჯი", ომში არ ჩაბმის, მშვენივრად მუშაობს, მათ შორის იმის წყალობით, რომ ოპოზიციამ საღლიცინოდ აქცია ეს თემა, ოხუნჯობებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ხალხს მართლა ეშინია ომის და დიდი ნაწილი ვერ მიხვდა ამას, გვიან გაიაზრეს ვიღაც- ვიღაცებმა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა