გენშტაბი - უკრაინულმა ძალებმა ბოგოროდიჩნეს დასახლების მიდამოებში ოკუპანტების თავდასხმითი მოქმედებები ჩაახშვეს, მტერმა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია

სლოვიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია. ოკუპანტებმა დოლინას, მაზანივკას, კრასნოპილას, ჰუსარივკას, ნოვოპავლივკას, ჩერვონის, ვირნოპილას და ხრესტიშჩას ტერიტორიები ნაღმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ბოგოროდიჩნეს დასახლების მიდამოებში ოკუპანტების თავდასხმითი მოქმედებები ჩაახშვეს, მტერმა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე თავდაცვით ოპერაციებს ატარებს და გარკვეულ რაიონებში ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს ქალაქი ხარკოვი, ასევე უდის, დემენტივკას, ლებიაჟეს, პიშანეს, ზამულივკას, პეტრივკას, პიტომნიკის, მოსპანოვეს, კორობოჩკინის, სლატინეს, სვიტლიჩნეს, შეველივკას, პერემოჰას, სალტივის, ნოვესა და ბაირაკის დასახლებები. დემენტივკასთან, ჩვენმა დამცველებმა ორჯერ მოიგერია მტრის თავდასხმა და უკუაგდეს მტერი. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა სივერსკის, სერებრიანკას, კარპივკას, სლოვიანსკის და კრივა ლუკას დასახლებებში. მტერი შტურმით ცდილობს წინსვლას გრიგორიევკას დასახლების ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა სპირნესთან, ივანო-დარიივკასთან, ნიუ-იორკთან და ვუჰლეჰირსკას თბოსადგურის მიდამოებში. საარტილერიო და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის მხარდაჭერით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას სპირნესა და ივანო-დარიივკას დასახლებების რაიონებში. მათ დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ შტურმის განხორციელებას ველიკე არტაკოვის ტერიტორიაზე, იუჟნობუჟსკის მიმართულებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა სწრაფად ჩაახშვეს ეს მცდელობა და განდევნეს ოკუპანტები,“- აცხადებენ გენშტაბში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა