გუბერნატორი - რუსეთმა დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყო - ერთადერთი სწორი გამოსავალი ევაკუაციაა!

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვოი იარში რკინიგზის სადგურს, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ღამით კი ქალაქი ჰირნიკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. "ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ევაკუაცია!" - წერს კირილენკო.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი