უკრაინის საგარეო უწყება - კონგრესმენ სპარცს ვურჩევთ, შეწყვიტოს დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ომის თემაზე უსაფუძვლო სპეკულაციებით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელი კონგრესმენის, ვიქტორია სპარცის განცხადებებს უკრაინის ხელმძღვანელობასა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ მანიპულირებად და შეერთებული შტატების პოლიტიკაში კლასიკური რუსული პროპაგანდის ნარატივების დაბრუნების მცდელობად აფასებს.

„ეს არის აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის ხელმძღვანელობასა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ კლასიკური რუსული პროპაგანდისტული ნარატივების დაბრუნების დაუფარავი მცდელობა. ვურჩევთ ქალბატონ სპარცს, შეწყვიტოს დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ომის თემაზე უსაფუძვლო სპეკულაციებით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, „განსაკუთრებით ცინიკურია უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ“.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. „სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე, ბატონი ერმაკის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებსა და რუსეთთან მის სავარაუდო კავშირთან დაკავშირებით, კონგრესს ეს ინფორმაცია სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაადასტუროს ან უარყოს სხვადასხვა სერიოზული ბრალდება“, - აღნიშნულია კონგრესმენის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა