უკრაინის ვიცე პრემიერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობაზე - იქნება ბრძოლები, დაბომბვა, ამიტომ სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოვუწოდებთ

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, ევაკუაცია აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაგეგმილი კონტრშეტევის დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას.

„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით.

"ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ვერ იტყვის, ზუსტად როდის მოხდება კონტრშეტევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა