გუბერნატორი - რუსულმა ძალებმა მიკოლაივს ექვსი რაკეტა ესროლეს - ოლქში ნათესები იწვის

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ნიკოლაივს ექვსი რაკეტა ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

„11 ივლისს დილით, მიკოლაივში აფეთქებების ხმები გაისმა. ინფორმაცია ზუსტდება. ახლა შევიტყვეთ, რომ 6 რაკეტა იროლეს. მსხვერპლი არ არის (დაშავებულია ერთი ადამიანი)“, - განაცხადა კიმმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ 10 ივლისს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, ბერეზნეგუვაცკეს დასახლებასა და სოფელ ლიმანში, მინდვრებში ნათესები იწვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა