დღეს, რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.
„ხარკოვი. მტერმა კვლავ დაიწყო სარაკეტო შეტევები ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, 16 დაჭრილი და 3 გარდაცვლილია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება, ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მან.
მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ხარკოვს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით ბომბავდნენ.