მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს, პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მუნიციპალიტეტების საკრებულოების იმ წევრებს შეხვდა, რომელთაც დღეს მმართველი პარტია დატოვეს.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განაცხადეს, მამუკა მდინარაძესთან საკუთარი გეგმების შესახებ აზრები გაცვალეს.

მათი თქმით, მდინარაძისგან მიიღეს შეთავაზება პარტიაში დაბრუნების შესახებ, რაზეც უარი განაცხადეს.

„გვქონდა საუბარი სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ დავბრუნებულიყავით და გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. მაგრამ გარკვევით და რადიკალურად ვთქვით, რომ ეს გზა ავირჩიეთ და ამ გზიდან გადახვევას აღარ ვაპირებთ. გვინდა, რომ ბოლომდე მივიდეთ.

ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებზე მაქსიმალურად გულღიად გვინდა გავცეთ პასუხი, დასამალიც არაფერი გვაქვს, გულახდილები უნდა ვიყოთ ყველაფერში“,- განაცხადა თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე ომარ ჯიხვაშვილმა.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის საბა კბილაშვილის თქმით კი, ახალი პარტიის შექმნას არ გეგმავენ და მმართველი გუნდის მხარდამჭერებად რჩებიან.

„ახალი პარტიის შექმნას არ განვიხილავთ. მხარს ვუჭერთ ჩვენს გუნდს. თანამდებობები და პარტია დავტოვეთ, მაგრამ ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ვუდგებით და იგივე ნაბიჯების გადადგმას გავაგრძელებთ, რაც საჭირო იქნება“,- განაცხადა საბა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში, ახალციხეში და გორში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა და გორის საკრებულოს წევრმა, იხეილ გოგინაშვილმა დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს