რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

„ხარკოვში, ოკუპანტების მიერ მასობრივი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 31 ადამიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, ასევე სახლები და მანქანები.

ოფიციალური პირების ცნობით, ადგილზე ნაპოვნია "ურაგანის" სარაკეტო სისტემის რაკეტის ფრაგმენტები.