უკრაინის საგარეო უწყება - ვგმობთ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებს

უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას გმობს, რომელიც ყველა უკრაინელისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მოპოვების საშუალებას იძლევა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 11 ივლისის ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურას. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფაა, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან”, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს. „უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო