გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დემენტიევკას მიმართულებით მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას მიმართულებით ოკუპანტების თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხარკოვს, ასევე რუსი ტიშკის, ბეზრუკის, დემენტიევკას, ლესნოეს, სლატინოს, პრუდიანკასა და ზოლოჩევის დასახლებებს.

„სლავიანსკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფებმა განაგრძეს თავდასხმის ოპერაციები, რათა გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური სიტუაცია მაზანოვკას, ივანოვკასა და დოლინას რაიონებში. მტრის ყველა ქმედება ამ დასახლებების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენმა ჯარისკაცებმა დამპყრობლები აიძულეს, უკან დაეხიათ,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამ მიზნით იყენებს არმიის ავიაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა სტაროდუბოვკას, მაიაკოვის, რაიგოროდოკის, სევერსკის, კრივოი ლუკას, დონეცკის, ვერხნეკამენსკის მახლობლად. ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ესროლა იაკოვლევკას, ბერესტოვოს, პოკროვსკოეს, სოლედარის, ბელოგოროვკას, ვერშინას, ნოვოლუგანსკოეს, კოდემას, ბახმუტის და ვესელაია დოლინას დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ბერესტოვოეს, ბელოგოროვკასა და ვერშინას მახლობლად.

„ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ოკუპანტები არტილერიიდან ბომბავდნენ ავდიივკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, ნოვოსელივკას, ოპიტნის, ნოვობახმუტოვკას, უგლედარის, გულიაიპოლის, ზალიჟნიჩნოეს ტერიტორიებს. მათ “სუ-25” ტიპის თვითმფრინავებით, ნოვოანდრიივკას მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს