უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ, 37 500-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 37 500-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.
"უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1649 მტრის ტანკი, 3829 ჯავშანტექნიკა, 838 საარტილერო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 676 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 155 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2699 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 66 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























