დენის შმიგალი - აშშ-მ უკრაინას 1.7 მილიარდი დოლარი გამოუყო, ეს აშშ-ის მეორე საგრანტო დახმარებაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში

დენის შმიგალი - აშშ-მ უკრაინას 1.7 მილიარდი დოლარი გამოუყო, ეს აშშ-ის მეორე საგრანტო დახმარებაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, საგრანტო დახმარების სახით, 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტვიტერზე“ წერს.

„1.7 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დახმარება უკრაინის ბიუჯეტში მსოფლიო ბანკისა და USAID-ის „ნდობის ფონდიდან“ შემოვიდა. ეს აშშ-ის მეორე საგრანტო დახმარებაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დახმარების საერთო რაოდენობა 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს“,- აცხადებს შმიგალი.

უკრაინის პრემიერი აშშ-სა და მის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს.