ხერსონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 უკრაინელი რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

ხერსონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 უკრაინელი რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს ტყვეობიდან ხუთი უკრაინელის გათავისუფლება მოხერხდა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მიერ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული სპეცოპერაციისას გაათავისუფლეს უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომლებიც რუსი დამპყრობლების ტყვეობაში იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია შტაბის ინფორმაციაში.

ერთ-ერთ გათავისუფლებულს მძიმე საბრძოლო ჭრილობა აქვს. ამჟამად, ყველა გათავისუფლებული უკრაინის ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სათანადო მკურნალობა უტარდება.