ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას პოლონური ჰაუბიცების Krab ახალი პარტია მიეწოდა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას პოლონური ჰაუბიცების Krab ახალი პარტია მიეწოდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას პოლონური ჰაუბიცების Krab ახალი პარტია მიეწოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, დღეს კიევში გამართა მოლაპარაკებები პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან.

„მან ჩვენ Krab-ები ჩამოგვიტანა - ისინი, რომლებიც მძლავრად დააპურებენ ჩვენს მტერს ცეცხლით“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა.

„თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.