უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს

ხერსონის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავებსა და პირად შემადგენლობაზე დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.