აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოშობის თავდაცვითი აღჭურვილობა

შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული უკრაინის მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ მიწოდებულ თავდაცვით აღჭურვილობასთან დაკავშირებული აღრიცხვიანობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ უკრაინის მთავრობა სათანადოდ ასრულებს ამერიკული წარმოშობის თავდაცვითი აღჭურვილობის დაცვის ვალდებულებას.
„დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოშობის თავდაცვითი აღჭურვილობა. ასე რომ, ოპერატიული დეტალებში შესვლის გარეშე, შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული უკრაინის მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ მიწოდებულ თავდაცვით აღჭურვილობასთან დაკავშირებული აღრიცხვიანობა“,- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, აშშ ძალიან სერიოზულად უდგება თავის პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი უკანონო გავრცელება.
„შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმოშობის თავდაცვის ტექნოლოგიები და თავიდან აიცილოს მათი უკანონო გავრცელება. ასე რომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ დახმარების აღრიცხვიანობა, თუნდაც იმ რთული კონფლიქტის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ვხედავთ. იარაღის უკანონო გავრცელების შესაძლებლობა, ასევე ბრძოლის ველზე დანაკარგის რისკი არის იმ მრავალ განსახილველ სამხედრო-პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების საკითხს შორის, რომლებსაც აშშ ჩვეულებრივ აფასებს ხოლმე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამერიკული თავდაცვითი შეიარაღების პოტენციური გადაცემის შეფასების დროს, განსაკუთრებით კი, ისეთ რთულ პირობებში, როგორიც დღეს უკრაინაშია“, - აღნიშნა ბონი დენის ჯენკინსმა.
ცნობისათვის მანამდე გამოცემა Financial Times-მა დაწერა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს ქვეყნიდან მისი გატანისა და ევროპის შავ ბაზარზე მოხვედრის საშიშროება.

























