დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, მომდევნო კვირას რუსული ძალები სავარაუდოდ, სივერსკისა და დოლინას აღებაზე გაამახვილებს ყურადღებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, რუსული ძალები უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებენ, ხოლო უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე საკუთარი მმართველობის გამყარებას აგრძელებენ.

უწყების ცნობით, მომდევნო კვირის განმავლობაში რუსული მხარე სავარაუდოდ, უკრაინული ქალაქების, სივერსკისა და დოლინას აღებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

"მომდევნო კვირის განმავლობაში რუსული ძალები სავარაუდოდ, რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. მათ შორისაა, სლავიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან სივერსკი და დოლინა. სლავიანსკისა და კრამატორსკის ურბანული რაიონები სავარაუდოდ, ოპერაციის მთავარ მიზნებად რჩება. რუსეთი აგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრას და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე საკუთარი მმართველობისა და ადმინისტრაციული კონტროლის კონსოლიდაციას. ახლახან ეს მოიცავდა ინიციატივას რუსეთისა და უკრაინის ქალაქებისა და რეგიონების დაძმობილების შესახებ, რომ პოსტკონფლიქტური ადმინისტრაციები შეიქმნას, რათა უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდეთ. ოკუპირებულ უკრაინაში ანტირუსული განწყობები რუსი და პრორუსი ოფიციალური პირების მიზანში ამოღებას იწვევს. ველიკი-ბურლუკში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ერთ-ერთი მერი 11 ივლისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოფიციალური პირების მიზანში ამოღება სავარაუდოდ, გამწვავდება, რაც რუსი ოკუპანტების წინაშე არსებულ ისედაც მნიშვნელოვან გამოწვევებს კიდევ უფრო გაამწვავებს და პოტენციურად, უკვე შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ფორმირებებზე ზეწოლას გაზრდის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა