იაგო ხვიჩია - ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე არ იქნება - ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ არ იცის რა უნდა, პარლამენტის სხდომას ითხოვს

ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე დოკუმენტს არ ექნება, მიმაჩნია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის ასეთი სხდომისთვის,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომის მოწვევამდე დიალოგი და შეთანხმებაა საჭირო.

"ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ამ სხდომაზე. ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ არ იცის, რა უნდა, არც ის იცის, ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს, ითხოვს პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემს გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ. შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს არის სწორი მიმართულება. სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და მერე სხდომაზე ამის გაფორმება. იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან „კის“ გეტყვიან ან „არას“ და „კიც“ რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო", - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ წყენა ხომ არ ალაპარაკებს მას, ხვიჩია ამბობს, რომ არა.

"მე რამდენი ხანია არ ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად ინიცირებულ პროცესში არ მონაწილეობს და რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით, ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში