ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები

ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები

ზაპოროჟიეს რეგიონის რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ ,,ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

"ერთ-ერთ საწარმოზე დარტყმა განხორციელდა. 7 ადამიანი დაშავდა. საწარმოს ხელმძღვანელმა თანამშრომლები თავშესაფარში გადაიყვანა", - წერს ტიმოშენკო.

ცნობისთვის, დღეს ზაპოროჟიე რუსული რაკეტებით ორჯერ დაიბომბა.