ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ნამდვილად ვიღებთ მნიშვნელოვან ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად,  მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის

ჩვენ ნამდვილად ვიღებთ მნიშვნელოვან ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად. მე მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის , - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობას რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების შესახებ.„

ამ ამბის წარმატება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე, მთელ მსოფლიოს სჭირდება. თუ ჩვენ მოვახერხებთ შავ ზღვაში ნავიგაციისთვის რუსული საფრთხის აღმოფხვრას, ეს მოხსნის მსოფლიო სასურსათო კრიზისის სიმძიმეს”, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციამ მას აცნობა, რომ არის გარკვეული პროგრესი და უახლოეს დღეებში დეტალებზე გაეროს გენერალურ მდივანთან შეთანხმდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა