რუსული ძალები „ზმეინის“ კუნძულის დაბომბვას შეეცადნენ

რუსეთის სუ-27 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა კუნძულ „ზმეინის“ წარუმატებლად დაბომბვა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"სუ-27-ის ორი მოიერიშე თვითმფრინავით მტერმა „ზმეინის“ კუნძულის დაბომბვა სცადა. ბომბები ზღვაში, კუნძულის მახლობლად ჩავარდა", - ნათქვამია იმფორმაციაში.
30 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა „ზმეინის“ კუნძული დატოვეს. უკრაინელი სამხედროების წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მათ გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია საჩქაროდ განახორციელეს.

























