ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს

ევროკავშირი გმობს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსული პასპორტების დარიგების გამარტივების შესახებ და ამ დოკუმენტებს არ აღიარებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ყველა უკრაინელისთვის, არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკანონო ომთან“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი „არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს“.

11 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ყველა მცხოვრებლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.