მერი - რუსებმა მიკოლაივში სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს, ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ

მერი - რუსებმა მიკოლაივში სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს, ადგილზე  მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ

მიკოლაივში ძლიერი აფეთქებები მოხდა. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

"მიკოლაივი, ძლიერი აფეთქებები ისმის! განგაშის სიგნალი გრძელდება. ყველას ვთხოვ, დარჩეს თავშესაფრებში", - წერს მერი „ტელეგრამზე“.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს ქალაქის რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს.

"ადგილზე უკვე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ ფოტოები და ვიდეო დაბომბვის შესახებ, სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოჩნდება. დაბომბვის შედეგებს დაწვრილებით მოგვიანებით გაგაცნობთ", - აცხადებს მერი.