გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის შტურმი ორი მიმართულებით მოიგერიეს

სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსები შტურმის განხორციელებას ცდილობდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

„სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცეცხლს ხსნის ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე. მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კურულკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა გრიგოროვკას, სევერსკის, კრამატორსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკოტნეს, სერებრიანკასა და სპორნოეს რაიონები, განახორციელა ავიადარტყმები ვერხნეკამენსკსა და მაიაკოვთან. ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენსკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცეცხლს ხსნიდა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ნოვოლუგანსკოეს, ნიუ-იორკის, პოკროვსკოეს, ვესელა დოლინას, სოლედარის, ბერესტოვეს, ვესელეს, ვიემკას, სემიგორიეს, ვერშინას და უგლეგორსკაიას თბოსადგურის დასახლებებში.

„მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ნიუ-იორკის, ივანო-დარივკასა და სემიგორიეს მახლობლად. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა კოდემასა და ვერშინას მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ოთხი საზღვაო ხომალდი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო