გუბერნატორის ინფორმაციით, მიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა

გუბერნატორის ინფორმაციით, მიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა

რეგიონის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ქალაქ მიკოლაევში დღეს დილით,რუსული დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

გუბერნატორის თქმით, ცნობილია, რომ 1 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც „9 რაკეტა, S-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან რეგიონულ ცენტრს მოხვდა“.

ამასთან, კიმმა დასძინა, რომ 13 ივლისს, პერვომაისკის დაბომბვის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 კი - დაშავდა. მისივე თქმით, ბაშტანკას რუსული ძალების მიერ დაბომბვისას 1 ადამიანი გარდაიცვალა.