უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში

უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1667 ტანკი, 3852 ჯავშანტექნიკა, 840 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 109 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 219 საბრძოლო თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2704 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 67 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

























