გურამ მაჭარაშვილი - 6- თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური - კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება

6- თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური - კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხზე ანტისახელმწიფოებრივია.

„ჩვენ ამ საკითხზე გახსოვთ, გვქონდა პოზიცია, რომ 6 თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც მინიმუმ ერთი ან ორ წლიანი პერიოდი ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. ნებისმიერი საკითხი, რაც კი შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ ეს გამოიყენონ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. თუკი ევროკავშირში ჩაითვალა, რომ ვადა გადაიწიოს, რადგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება ეს საკითხი მანიპულაციებისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ?! აქ საუბარი ხომ არ არის „ქართული ოცნების" ვადაზე?! საუბარია საქართველოსთან მიმართებით ვადის გადაწევაზე.

სუბიექტურად, პოლიტიკურად ძალიან კარგია ოპოზიციის ასეთი არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ცხადი ხდება ხოლმე მათი საჯარო განცხადებებიდან და ანტისახელმწიფოებრივი კომენტარებით გვეხმარებიან - მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა არც კი გვჭირდება, რომ ეს ხალხი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივად იქცევა,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?