მიხაილო პოდოლიაკი - ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე

ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინიდან იძულებით გაყვანილ ადამიანთა რიცხვმა 1,6 მილიონს მიაღწია, რომელთაგან 260 000 ბავშვია.

„1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა - „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს“, - წერს პოდოლიაკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა